აგროლოგი

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის აგროლოგი?
აგროლოგი არის ვებპლატფორმა, რომელიც გაძლევთ საშუალებას გააციფრულოთ თქვენი აგრობიზნესი. ჩვენ აგრომეურნეობებს, სხვადასხვა სენსორების და მიკროკონტროლერების საშუალებით ვაკავშირებთ ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან, რაც საშუალებას მოგცემთ:
  • დისტანციურად აღრიცხოთ თქვენი მეურნეობის შესახებ ყველა ინფორმაცია;
  • რეალური დროის რეჟიმში, დისტანციურად აკონტროლოთ აგროსამუშაოები;
  • გქონდეთ კონკრეტულად თქვენი მეურნეობისთვის მორგებული ამინდის პროგნოზირების სისტემა;
  • აკონტროლოთ თქვენი მეურნეობა, მათ შორის ქიმიური წამლობები ავტომატური ჩანაწერების მეშვეობით;
  • წინასწარ დაგეგმოთ სამეურნეო სამუშაოები და გადასცეთ თქვენს თანამშრომლებს დისტანციურად;
  • შექმნათ საბოლოო პროდუქციის მიკვლევადობის სრული ჩანაწერები, რაც დაგეხმარებათ HACCP სტანდარტის დანერგვაში.
  • შექმნათ თქვენი საბოლოო პროდუქციის ელექტრონული ეტიკეტიები QR კოდების დახმარებით, რაც ასევე დაგეხმარებათ მიკვლევადობის გაზრდაში.
რა არის QR კოდის გენერატორი?
QR კოდის გენერატორი ერთ-ერთია იმ მრავალ მომსახურებასთან ერთად, რომელსაც ჩვენი პლატფორმა გთავაზობთ. კონკრეტულად ეს მოდული შექმნილია მეღვინეებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. ახალი რეგულაციების მიხედვით, ევროკავშირში ღვინის ექსპორტისთვის აუცილებელია ეტიკეტზე დატანილი იყოს ღვინის შემადგენლობა და კვებითი ღირებულება. QR კოდის გენერატორის საშუალებით თქვენ შეძლებთ უმარტივესად, რამდენიმე წამში შექმნათ თქვენი ელექტრონული ეტიკეტი, შემდეგ ამობეჭდოთ მხოლოდ QR კოდი, რომელსაც დაიტანთ ეტიკეტზე. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ეტიკეტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც მოიცავს მის 24 ენაზე თარგმნას, ერთიან სისტემაში მოქცევას და ა.შ.
რა არის ელექტრონული ეტიკეტი?
ელექტრონული ეტიკეტი არის ეტიკეტირების ინოვაციური მეთოდი. თქვენ აღარ გჭირდებათ დაიტანოთ აურაცხელი რაოდენობის ინფორმაცია თქვენს ეტიკეტზე. ელექტრონული ეტიკეტის გამოყენებით, ეტიკეტზე დაიტანთ მხოლოდ QR კოდს, ეტიკეტს კი ჩვენ შევქმნით თქვენს მაგივრად.
რატომ უნდა გამოიყენოთ აგროლოგის მომსახურება? ნაწილი 1
One important thing to mention is that EU regulations require winemakers to add nutritional values represented kCalories and kJoules. For that reason winemakers would need to make additional lab analyses to acquire that values. Our system uses inbuilt algorithm that gives you possibility to avoid extra costs related to extra parameters for labs. We calculate nutritional values automatically from the data that you will give us from your basic lab parameters.
რატომ უნდა გამოვიყენოთ აგროლოგის მომსახურება? ნაწილი 2
ბევრს უჩნდება კითხვა თუ რატომ უნდა გამოიყენოს ჩვენი მომსახურება, როდესაც თვითონაც აქვთ ვებგვერდი და შეუძლიათ თავიანთი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია თავისივე ვებგვერდზევე განათავსონ. ამ კითხვაზე პასუხი თვითონ ევროკავშირის რეგულაციაშია. კანონის მიხედვით გვერდი სადაც იქნება განთავსებული ელექტრონული ეტიკეტი არ შეიძლება შეიცავდეს სარეკლამო ან მარკეტინგულ ინფორმაციას, ან/და ამუშავებდეს მომხმარებლის ინფორმაციას. ამასთან ერთად ეტიკეტი უნდა იყოს თარგმნილი ევროკავშირის ოფიციალური ქვეყნების ენებზე (24 ენაზე), რაც ასევე რთულად გასაკეთებელია ელ.კომერციის ვებგვერდზე დასანერგად. აქედან გამომდინარე ელექტრონული ეტიკეტის განთავსება მომხმარებლის ელექტრონული კომერციის ან ცნობადობის ასამაღლებელ ვებგვერდზე განთავსება დაუშვებელია. ჩვენი მომსახურება ჭრის ამ პრობლემას, რადგან თქვენი ეტიკეტი განთავსებული იქნება დამოუკიდებელ გვერდზე და მომხმარებლისთვის იქნება მიწოდებული კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
რა ენაზე იქნება ელექტრონული ეტიკეტი?
ეს არის დამატებითი აუცილებლობა რასაც კანონი გვავალდებულებს. კანონის მიხედვით ეტიკეტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 ენაზე. ჩვენი პლატფორმა ამ პრობლემასაც აგვარებს თარგმნის ავტომატიზაციის საშუალებით. თქვენ შეიყვანთ მხოლოდ საჭირო მონაცემებს, დანარჩენს კი ჩვენი სისტემა უზრუნველყოფს.
რა ღირს აგროლოგის მომსახურება?
აგროლოგის მოდულები სხვადასხვა ფასი ღირს და დამოკიდებულია საწარმოს წარმადობაზე. საწყისი საბაზისო პაკეტი მოიცავს მხოლოდ QR კოდის გენერატორს. ამ მოდულის ფასი წლიურად არის მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარი და მოიცავს ელექტრონული ეტიკეტირების წარმოებას 15 დასახელების ღვინისთვის. მომდევნო პაკეტი მოიცავს QR კოდების წარმოებას 50 დასახელების ღვინისთვის და შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ 200 ლარს. QR კოდების ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. რაც ნიშნავს, რომ თუ შემთხვევით არასწორად შექმენით ან უბრალოდ აღარ გჭირდებათ კონკრეტული კოდი, შეგიძლიათ რომ მოახდინოთ ცვლილება, ან სულაც წაშალოთ და ის აღარ ჩაითვლება დაგენერირებულ კოდებში და შესაბამისად მის ნაცვლად შეგეძლებათ შექმნათ სხვა კოდი.