აგროლოგი

ჩვენი სერვისები

My QR Codes
QR კოდის გენერატორი

შექმენით თქვენი პროდუქტის QR კოდი. ევროკავშირის ახალი რეგულაციის მიხედვით ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ყველა კომპანია ვალდებულია ეტიკეტზე დაიტანოს პროდუქტის კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაცია და ასევე შემადგენლობა. ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის ინოვაციურ გადაწყვეტას. ჩვენი QR კოდის გენერატორის საშუალებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ შექმნათ თქვენი პროდუქტის ელექტრონული ეტიკეტი, ამ ეტიკეტისთვის წამებში მოამზადოთ ЯР კოდი, რომელსაც დაიტანთ თქვენს ეტიკეტზე და აღარ დაგჭირდებათ ზედმეტი ინფორმაციის დატანა.

Temperature Control
ტემპერტურის კონტროლი

აკონტროლეთ ტემპერტურა მარანში, ქვევრებში, თუ ღვინის საცავში დისტანციურად. ჩვენ გთავაზობთ ტემპერატურის დისტანციურ კონტროლს თქვენი საწარმოებისთვის. ჩვენი პლატფორმის საშუალებით თქვენ შეძლებთ ნახოთ და შეცვალოთ ტემპერატურა სხვადასხვა საფერმენტაციო ავზებში, საწყობში, სამაცივრე ოთახებში და ა.შ. დისტანციურად. ამასთან ერთად მიიღოთ შეტყობინებები მობილურზე ტემპერატურების გადაცდომის შესახებ.

Weather station
ამინდის პროგნოზი

ჩვენი წარმოებული, პორტატული ამინდის სადგურის საშუალებით თქვენ შეძლებთ გქონდეთ მნიშვ ნელოვანად გაუმჯობესებული და კონკრეტულად თქვენს ადგილზე მორგებული ამინდის პროგნოზი. ეს კი საშუალებას მოგცემთ სწორად დაგეგმოთ თქვენი აგროოპერაციები და მიიღოთ უკეთესი ხარისხის პროდუქტი, შეამციროთ ხარჯები და გაზარდოთ შემოსავალი. ამასთან ერთად ჩვენი სისტემა საშუალებას მოგცემთ ამინდის შესახებ შეტყობინებები მიიღოთ თქვენს მობილურ ტელეფონზეც.

My QR Codes

ვენახის შეწამვლის კონტროლი

ჩვენი ჭკვიანი კონტროლერის გამოყენებით, შეძლებთ გააკონტროლოთ ვენახის ან ინტენსიური ბაღების შეწამვლის ოპერაციები. რეალური დროის რეჟიმში მიიღებთ ინფორმაციას გახარჯული პრეპარატების რაოდენობის შესახებ, კონკრეტულ ლოკაციებზე. ამით შეამცირებთ პრეპარატების ხარჯებს, გარემოს დაბინძურებას, აგროოპერაციის ხარისხს და ამასთან ერთად სისტემა მოახდენს ავტომატური "ლოგების" წარმოებას ჩანაწერების სახით, რაც თავის მხრივ გაგიადვილებთ თქვენი პროდუქტის მიკვლევადობის წარმოებას და სერთიფიცირებას.

My QR Codes

დანერგეთ HACCP სტანდარტი

კვების პროდუქტების მწარმოებლებისთვის სავალდებულოა საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრა და შესაბამისი სტანდარტის დანერგვა. ჩვენი ავტომატიზირებული სისტემის საშუალებით, რომელიც წარმოების პროცესში არსებულ მონაცემებს აგროვებს კონტროლერების და სენსორების საშუალებით, თქვენ მარტივად შეძლებთ ჩანაწერების ავტომატიზაციას და საბოლოო პროდუქტის მიკვლევადობის სისტემის გამარტივებულად დანერგვას.

My QR Codes

მომხმარებლის უკუკავშირი

წარმოებული პროდუქტის შესახებ თქვენი მომხმარებლების შეფასება უკიდურესად მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხის კონტროლსა და შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებაში. ჩვენს მიერ შექმნილი QR კოდების უკუკავშირის სისტემის საშუალებით, თქვენი მომხმარებლები შეძლებენ შეაფასონ თქვენი პროდუქტები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დაგიტოვონ შეფასება, შენიშვნები, კომენტარები და ასევე გაუწიონ რეკომენდაცია სხვა მომხმარებლებსაც.